|
2024-04-05 14:00:35, 495 ნახვა
პოლიტიკა
ნორვეგიის საგარეო - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება. უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) განცხადებას აქვეყნებს. „ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში არსებული სამართლებრივი ინიციატივებით, „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ლგბტქი+ პირებს სტიგმატირებს. ის ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)