|
2024-04-05 12:28:29, 707 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერის ინიციატივით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ სელიმ ხიმშიაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მერმა, ადგილობრივებთან ერთად, განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია. "შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
მოსახლეობასთან შეხვედრას, შუახევის მერთან ერთად, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)