17:20 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 19:43:01, 318 ნახვა

საზოგადოება
Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

საპენსიო სააგენტომ ხუთი წლის საინვესტიციო შედეგები წარადგინა, რომელსაც მთავრობიდან და ფინანსური სექტორიდან 200-მდე დელეგატი ესწრებოდა. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა რამდენიმე პანელური დიკუსია, სადაც გალტ & თაგარტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საპენსიო სააგენტოს ხუთი წლის საინვესტიციო შედეგების ღონისძიებაში და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად კაპიტალის ბაზრები და საინვესტიციო პერსპექტივები მიმოვიხილეთ. როგორც ღონისძიებაზე აღვნიშნე, ობლიგაციების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელი ამ კუთხით რეკორდული იყო და ბაზარზე 1.1 მლრდ ლარის ობლიგაციები განთავსდა, რაც გაოთხმაგებული შედეგია ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამის მიზეზი ის ხელსაყრელი პირობებია, რომელსაც ობლიგაციების ბაზარი სთავაზობს როგორც ემიტენტებს, ისე ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ გამოშვებული ობლიგაციების 30% ლარშია დენომინირებული და იმედი გვაქვს ეს წილი მზარდი იქნება მომდევნო წლებში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა.

„დღევანდელ კონფერენციაზე მიმოვიხილე საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პერსპექტივები, მათ შორის განათლების, IT-ის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა დარგებში მიმდინარე ტენდენციები.  აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ტრადიციულად დამოკიდებულია უცხოურ დანაზოგებზე. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება ადგილობრივი დანაზოგებით მოხდეს“, - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics