|
2024-04-04 17:45:58, 683 ნახვა
რეგიონი
შუახევში, 9 აპრილის ხეივანში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 9 აპრილის ხეივანში საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან - მირიან აბაშიძესთან, გურამ ზოიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი დავითაძესთან ერთად გაეცნო. "საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებს მოიცავს. რესტავრაცია ჩაუტარდება 9 აპრილის მემორიალს. მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, ფერდსამაგრი კედლები, საშხაპე კაბინა, სველი წერილი, გარე განათება და ბილიკები. ასევე დაიდგმება დეკორატიული სკამები.
სივრცე გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის. პროექტი ორწლიანია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება და ჯამში 283 628 ლარამდე დაიხარჯება",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)