06:32 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 23:48:46, 390 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციაზე - თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა

დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს აწმყოშიც, წარსულზე რომ აღარ გესაუბროთ, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამოსვლისას რადიკალურ ოპოზიციას.

თალაკვაძის თქმით, "რადიკალურ ოპოზიციას წარსულზე საუბარი არ სურს"

„ვხვდებით, რომ წარსულზე აქვთ ალერგია და ეთაკილებათ საკუთარი წარსული. ამიტომ მოგვიწოდებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაივიწყოს ჩვენმა სამოქალაქო საზოგადოებამ წარსული. წარსულის დავიწყებას რა მოჰყვება, ეს კარგად ვიცით ისტორიიდან და ჩვენი წინაპრებისგან. ამიტომ წარსული დავიწყებას ვერ მიეცემა ვერანაირად და ყოველთვის, როდესაც თქვენ იქნებით მორალის პოზიციიდან, ყოველთვის, როდესაც თქვენ ისაუბრებთ ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკაზე, ევროპულ ღირებულებებზე, იცოდეთ, ყოველთვის გაგახსენებთ წარსულს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, "რადიკალურ ოპოზიციას კარგად საქმე არც აწმყოში აქვს".

„აწმყოშიც ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე, რადგან თქვენ არ გიხარიათ და არ გულშემატკივრობთ საქართველოს. თქვენ დიდი ხანია აღარ ხართ სახელისუფლებო გუნდისა და სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის ოპოზიცია; დიდი ხანია, აღარ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და აკეთებთ ყველაფერს აწმყოშიც, წარსულზე რომ აღარ გესაუბროთ, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება, პროგრესი და წინსვლა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics