18:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 16:14:16, 387 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი - გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები, არის ანტონიმები და მათ ვერანაირი კავშირი ვერ ექნება

გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი. გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები არის ანტონიმები და მათ ვერანაირი საერთო ვერ ექნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილი მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

იონათამიშვილის თქმით, იმ ადამიანებისგან, ვინც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, ცხადია არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

„ოპოზიციას, სინამდვილეში, არც ქალთა უფლებები ადარდებს, არც ადამიანის უფლებები და არც ბავშვთა უფლებები. როგორც ჩანს, არც მოქალაქეთა და საზოგადოების ინტერესები არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამჭვირვალობის პრინციპს, გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები არის ანტონიმები და მათ ვერანაირი საერთო და კავშირი ვერ ექნება. იმ ადამიანებისგან, ვინც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, ცხადია ჩვენ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის ამ ადამიანების სახე. არ მეგონა მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ორ საათში ასეთ მძიმე დღეში იქნებოდა ოპოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics