|
2024-04-03 14:38:19, 366 ნახვა
საზოგადოება
საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა. კონკურსის ფარგლებში, სამი გამარჯვებული გამოვლინდა: პირველი ადგილის მფლობელი ბაჩანა უგრეხელიძე გახდა, მეორე ადგილი ნინი გაფრინდაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კი - საბა ყარაზანაშვილმა დაიკავა. წელს, კონკურსის ფინალურ ტურში მონაწილეობას 12 ახალგაზრდა იღებდა, რომლის ფარგლებშიც, კონკურსანტებმა გამოსასვლელი სიტყვა მოამზადეს თემაზე: A great leader can change the world in an instant (კარგ ლიდერს სამყაროს შეცვლა მყისიერად შეუძლია). აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილის მფლობელი ბაჩანა უგრეხელიძე საქართველოს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის ფინალზე წარადგენს. „"საქართველოს ბანკში" გვჯერა განათლების და იმის, რომ მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის, განსაკუთრებულ ადგილს საჯარო მეტყველების კონკურსი იკავებს. ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და საქართველო ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურზეც კი წარადგინონ. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ როგორც გამარჯვებულებს, ასევე თითოეულ კონკურსის მონაწილეს“, - აღნიშნა ანა ლომთაძემ, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, English-Speaking Union-ი 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, მისი მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საერთაშორისო კონკურსი საჯარო მეტყველებაში. საქართველოში ეს პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან კი პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან "საქართველოს ბანკი" და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო კონკურსში მონაწილეთა რიცხვი დღესდღეობით 1 000 000-მდეა.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)