07:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 14:26:56, 398 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ივანიშვილზე - სანქცირებულია, მეტი რა უნდა დაასანქცირონ - ის არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა ქვეყნისთვის, ფულით არ შანტაჟდება

კრიტიკა გინდათ? გააკრიტიკეთ [ბიძინა ივანიშვილი]. იმ კაცს არ უკვირს კრიტიკა, ისეთ სიბინძურეებს კადრებთ, რომ შევეჩვიეთ ჩვენ ყველა ერთად და იმუნიტეტი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს. ახლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებზე,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ში  "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერილ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში ბერა ივანიშვილი ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს სანქციები დაუწესდება.

მდინარაძის განმარტებით, ივანიშვილის მიმართ უკვე მოქმედებს სანქციები, რისი მაგალითიც შვეიცარიის ბანკში გაჩერებული ორი მილიარდი დოლარია.

მისივე თქმით, "ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის თავი გაწირა, ფულით არ შანტაჟდება".

"სანქცირებულია, მეტი რა უნდა დაასანქცირონ, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? - სანქცია, მგონი, თქვენ გგონიათ, რომ უნდა ესროლონ ადამიანს თოფი. ადვოკატებმა ილაპარაკეს, თავად ბატონმა ბიძინამ ილაპარაკა. აბსოლუტური სისულელე და კლასიკური შეკვეთილი სტატიაა იმასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ როგორ შეუტიონ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მისი ოჯახის წევრებს, სად წავა ბერა ივანიშვილი, რა Daily Mail-ის რომელიმე ჟურნალისტის საქმეა, ან რა თქვენი საქმეა ან რა შემკვეთის საქმეა, ასიათასობით დოლარს რომ იხდიან თითო სტატიაში და თან მერე ქვეყნდება FARA-ზე ეს ყველაფერი. მიდის "ნაცმოძრაობიდან“ და მათი პატრონებისგან ეს შეკვეთები და გაჩერდნენ. დაანებეთ შვილებზე ბულინგს, ხალხო, თავი. რა კითხვაა, ბერა ივანიშვილი რატომ ცხოვრობს ბრაზილიაში? - ვინ გეკითხებათ, რატომ ცხოვრობს და რა დასკვნების გამოტანის საფუძველს გაძლევთ ეს. [ბიძინა ივანიშვილი] სანქცირებულია უკვე, უფრო ვეღარ დაასანქცირებენ. ვინმემ მისწერა ივანიშვილების ოჯახიდან, რომ ბრაზილიაში გადარიცხეთ ეგ თანხა თუ უკან დამიბრუნებთო, შვეიცარიის ბანკს, რომელიც ჩამოამხვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ? არ შანტაჟდება ეს კაცი. არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის პირდაპირი გაგებით, არ შანტაჟდება ამ ფულით და დაანებეთ თავი",- თქვა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics