18:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 12:53:35, 418 ნახვა

სამართალი
იმერეთში, მდინარე რიონზე ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მდინარე რიონზე, გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 32 კილოგრამი თევზი. 

"თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით თევზი დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-4  ნაწილით",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics