01:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-31 18:35:50, 671 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველ ხალხს, აღარ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი არჩევნებში მარცხდებიან, რის გამოც ხავსს ეკიდებიან.

„ჩანს, რომ ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, ეჭვი აღარ ეპარება არავის, ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი, რომ ისინი მარცხდებიან. მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებენ 26 ოქტომბერს. ამიტომ ხავსს ეკიდებიან. ახლა მოიფიქრეს, მოდი, დამატებითი უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. არაფერი არ უშველით მათ, რამდენი უბანიც უნდა დაამატონ, ამას გაწყვეტს ხელისუფლება. მაგრამ, დიასპორის წარმომადგენელს თუ ვინმეს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუძლიათ. საელჩოებში შესაბამისი უბნებია გახსნილი და ყველას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ მათ მონაწილეობის მიღება?“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics