20:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 15:57:08, 698 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესებასა და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს დამატებით 4 ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული ტენსაბარიერი დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩეხური წარმოების თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის სავარძლები აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულებზეა განთავსებული. ახალი სავარძლები დაემატა ჩამოფრენის დარბაზსაც.

"მგზავრთა ნაკადის და რიგების კონტროლისთვის, 300 ერთეული პოლონური წარმოების მაგნიტური ტენსაბარიერი გაფრენის დარბაზში სარეგისტრაციო დახლებთან, ასევე გაფრენისა და ჩამოფრენის დარბაზებში საპასპორტო კონტროლის ჯიხურებთან დამონტაჟდა.

პროექტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 185, 600 ლარის ინვესტიცია განახორციელა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics