08:02 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 18:15:27, 766 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ რეიტინგების მიხედვით, მხოლოდ "ნაცმოძრაობა" ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან

ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე, გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის იმათი რეიტინგი, მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს, ამიტომ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა.

მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შანსი, ბარიერი გადალახოს, ვინაიდან, მათი რეიტინგები 4 პროცენტსაც ვეღარ აღწევს და სააკაშვილს სწორედ ეს ფაქტი წამოსცდა.

"ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე, გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის იმათი რეიტინგი, მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს. ჩვენც გვაქვს ეს რეიტინგები და შემიძლია დავუდასტურო - რა დრო დადგა, სააკაშვილს ვუდასტურებ რაღაცებს, მაგრამ რეიტინგებში მართლა ასეა. წამოსცდა იმ ადამიანს, რომ მხოლოდ "ნაცმოძრაობაა", რომელიც ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან. სხვა პარტიებს არ აქვთ გამარჯვების შანსი იმიტომ რომ 4 პროცენტზეც ვეღარ არიან, იმიტომ რომ ერთ-ერთ პარტიას 3 და რაღაც ჰქონდა ერთი პერიოდი და გულწრფელად გეტყვით, ესეც აღარ აქვს. არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს და წაიკითხა იმ კაცმა ეტყობა რეიტინგები და უკვე წამოსცდა პირდაპირ ეთერში - ეს იყო და ეს", - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics