|
2024-03-27 17:31:41, 1355 ნახვა
რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
შუახევში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, ოლადაურისა და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გამართულ შეხვედრებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
"კონსულტაციები და კრებები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა პრიორიტეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს განახორციელებს. 2024 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებისათვის 628 000 ლარი დაიხარჯება. პროგრამის მიზანს წარმოადგენს, სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)