07:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 15:24:55, 758 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 9 ნაბიჯზე მუშაობა გრძელდება - ვხედავთ საკანონმდებლო ინიციატივებს, ამასთან, რჩება საკითხები, სადაც საუბარი გვჭირდება

ცხრა ნაბიჯზე მუშაობა გრძელდება, ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს, ამასთან, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა და საუბარი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ხელსაყრელი როგორც ქვეყნისთვის, ისე გაერთიანებისთვის იქნება.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ ეს ისტორიული ნაბიჯი. გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ, თუმცა სრულუფლებიანი წევრობისთვის საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ეს ცვლილებები უნდა იყოს ტრანსფორმაცია.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო მზად იყოს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ხელსაყრელი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ გვჭირდება რეფორმები, ზოგიერთი მათგანი არ არის მარტივი, სჭირდება ბევრი ძალისხმევა და ყველას ჩართულობა.

გზამკვლევის უზრუნველყოფისთვის, კანდიდატის სტატუსთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ ე.წ. ცხრა ნაბიჯი. ეს არის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ შევაფასებთ გასული წლის ოქტომბრიდან ამ წლის ოქტომბრამდე პროგრესს. მუშაობა გრძელდება, ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია. ჩვენ ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს. ამავდროულად, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა, განხილვა და საუბარი“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics