01:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 14:09:08, 666 ნახვა

საზოგადოება
პაპუაშვილი - საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება

საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება! - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის  ჩემპიონატზე გასვლას. 

 პაპუაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„არსებობს წუთები, რომელთა დროსაც სუნთქვა ჩერდება და ისმის მხოლოდ გულის ცემა და ჩუმი ხმაური, რომ ამ წუთის სიდიადე უფრო მეტად შეიგრძნოს. 

26 მარტს დინამო არენაზე დადგა მომენტი, როცა საქართველოს გულმა სუნთქვა შეიკრა რაღაც აღმატებულის, სანუკვარის და დიდებულის მოლოდინში და მოხდა ის, რაც ვიცოდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა! ახდა თაობების ოცნება, ასრულდა მიზანი, ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics