07:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 13:20:37, 709 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ვშიშობ, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ

ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას - გამარჯვების პლატფორმას“  ერთპიროვნულად გამარჯვება მოუწევს.

„ახლა დრო აღარ არის წვრილმან საკითხებზე კამათის. უნდა გადავიდეთ საქმეზე. ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და გამარჯვება.

მინდა ვთქვა, რა მოხდება ამის შემდეგ, რადგან გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ, რადგან ეს არის არაადამიანური. ჩვენ მთლიანად გავანულებთ სესხებს. მეორე იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება და მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. მეოთხე კანონი იქნება, რომ არ იყოს გადახურდავებები, სპეკულაციები, ხალხი აგზავნის ფულს და ყველა ვალუტა უნდა იქნას გამოყენებული. ასევე, ყველა მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნებათ მათი გამოსყიდვის შეღავათიანი პირობები, ნულზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი იქნება ამნისტია, სააკაშვილისთვის არ კეთდება ეს",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics