|
2024-03-25 16:02:20, 1232 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის DMO-მ და სასტუმრო-სანატორიუმ „ბორჯომი პალასმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წევრების რიცხვი იზრდება. 22 მარტს, საწევრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ორგანიზაციას სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასი“ შეუერთდა. საკურორტო ქალაქ ბორჯომში მდებარე „ბორჯომი პალასი“ რეგიონის წამყავნი სასტუმროა, რომელიც სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ტურიზმშია ჩართული. სასტუმრო განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რომელიც 1876 წელს სანატორიუმად გამოიყენებოდა; მოიცავს 164 ოთახს და მრავალფეროვან დასასვენებლ, გამაჯანსაღებელ და გასართობ სერვისებს. სამცხე-ჯავახეთის DMO საწევრო პაკეტებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები რეგიონის სტუმართმასპინძლობის სექტორში ჩართული ბიზნესები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული პაკეტები სხვადასხვა პროფილის მქონე ბიზნესების, ორგანიზაციებისთვის თუ ინდივიდუალური პირებისთვის. ორგანიზაცია უკვე წარმატებულად თანამშრომლობს რეგიონში არსებულ მსხვილ, საშუალო და მცირე მეწარმეებთან. ორგანიზაციის წევრობა კერძო სექტორისთვის, პირველი რიგში, ორგანიზაციის საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლებას გულისხმობს. წევრობის მიზანია კერძო-საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)