00:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 22:20:46, 782 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტისას სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 100 მეტი დაიჭრა

Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა; Telegram-ის არხები აქვეყნებენ თვითმხილველების უამრავ ვიდეოს. რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ავტომატური თოფებიდან. არხის Shot-ის ინფორმაციით, ტერაქტის განმახორციელებელ ჯგუფში სულ მცირე 5 შეიარაღებული პირი შედიოდა.

არხ 112-ის ცნობით, 21:00 საათზე (მოსკოვის დროით) ცნობილი გახდა, რომ 50 დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.

ტერაქტი ჯგუფ პიკნიკის კონცერტის დაწყებამდე მოხდა.

კროკუსში ტერაქტის ადგილზე 50 სამედიცინო ჯგუფი გაგზავნეს.

მეხანძრეებს სავაჭრო ცენტრთან ახლოს ამ დრომდე არ უშვებენ. ხანძრის ჩაქრობას ვერ დაიწყებენ იმის გამო, რომ შესაძლოა შიგნით ისევ დამნაშავეები იყვნენ. წინასწარი მონაცემებით, ისინი შენობაში ბარიკადირდნენ.

მსროლელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი თვითმხილველი ამბობს "ხუთი წვერიანი მამაკაცი ავტომატებით". ზოგიერთ მათგანს თან ჰქონდა ზურგჩანთები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics