04:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 12:10:03, 545 ნახვა

საზოგადოება
22 მარტი წყლის დაცვის საერთაშორისო დღეა

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები და დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიონის წყალსაცავზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული წყალსაცავი  ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემების წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

„რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყალსაცავზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობა დაათვალიერებინეს, გააცნეს  წყალსაცავის ისტორია და მუშაობის სპეციფიკა. სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე მორწყვის მეთოდებზე, რაც წყლის რესურსის რაციონალურ ხარჯვას უწყობს ხელს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის რესურსის დასაცავად.

1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. წყლის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვისა და რაციონალური მოხმარების საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics