02:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 19:22:30, 479 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

რატი იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე“

„იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია ნაცების და უკრაინელი დეპუტატების მიერ ევროპულ რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…” ანუ, მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია, - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, მათივე ტელევიზიებით აღიარებენ! საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი, თან ასე სინქრონში: ჯერ ქმედებით და მერე ასეთი გაშუქებით!“, - წერს რატი იონათამიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics