|
2024-03-21 10:23:53, 731 ნახვა
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შევისწავლით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, "ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეებს შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ სიუჟეტს, სადაც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციით მაჩალიკაშვილის და სხვების საქმეზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელახალი გამოძიების დაწყება დაევალა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც სხვა საქმეებთან ერთად გაერთიანებულია გადაწყვეტილებები "მაჩალიკაშვილის და სხვების" და "ოჩიგავას" სარჩელებთან დაკავშირებით. კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი. შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქმის მასალებსა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, "ცინცაბაძის ჯგუფის" მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 19 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არ ცნო არსებითი დარღვევა და პროცედურულ ნაწილში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება ოჩიგავას საქმეს, 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წელს ციხის თანამშრომლების მიერ ოჩიგავას მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ზემოხსენებულ რეკომენდაციებში დადებითად შეფასდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ყველა განმცხადებელს და პოტენციურ დაზარალებულს საქმის მასალებთან წვდომისა და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, ასევე დადებითად შეფასდა სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების ფაქტი",- ნათქვამია განცხადებაში.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)