09:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 13:01:26, 471 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში, აბსოლუტური სიცრუეა - რომელიღაცა პარტნიორი ქვეყნის გადამხდელის ფული ხალხის მოტყუებაში წავიდა

პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ძალიან კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ რაც თქვა გელა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში აბსოლუტური სიცრუეა, სამწუხაროდ, ეს ტყუილი დაფინანსდა და დაჯილდოვდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „გამოვიდა რომ რომელიღაცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადამხდელის ფული წავიდა ხალხის მოტყუებაში".

მისივე თქმით, ფილმის დასკვნა და ექსპერტების დასკვნა აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს.

„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ფილმი, რომელიც რაღაცას ამბობს, მეორე მხრივ გვაქვს კვალიფიციური, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ექსპერტების დასკვნა. ფილმის დასკვნა და ექსპერტების დასკვნა აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ან ერთია ტყუილი, ან მეორე. ჩვენ რომელი ვივარაუდოთ, გელა მთივლიშვილის ფილმის დასკვნაა მართალი თუ მსოფლიოში აღიარებული და კომპეტენტური  ექსპერტების დასკვნაა მართალი თუ ტყუილი? 

მე მაგალითად ასე გადავწყვეტდი, რომ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ექსპერტების დასკვნაა მართალი, შესაბამისად მთივლიშვილის ფილმია თუ დოკუმენტური სიუჟეტი -ტყუილი. სამწუხაროდ ეს ტყუილი დაჯილდოვდა, დაფინანსდა, დიდი ფული დაიხარჯა ამაში როგორც ჩანს. ეს დაფინანსებაც, გამოვიდა რომ ტყუილში წავიდა, ანუ, რომელიღაცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადამხდელის ფული წავიდა ხალხის მოტყუებაში. აგერ, ერთი მტკიცებულება დაიდო. მათ შორის, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ძალიან კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ ეს, რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში აბსოლუტური სიცრუეა და მათი დასკვნა ამხელს ამ სიცრუეს. ეს მოცემულობა გვაქვს საერთო ჯამში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics