09:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 17:50:24, 493 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ISFED-მა გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, კინაღამ ჩამოამხო ქვეყანა და იმის შემდეგ, კაცმა არ იცის, გაეზარდა თუ შეუმცირდა დაფინანსება

აბსოლუტური სითამამით მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, USAID-ს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს, კარგ ტრენინგებს აფინანსებენ ხოლმე, ამასობაში, ISFED-იც მათი დაფინანსებული იყო, რომელმაც მსოფლიოში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პარალელურად, გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, რაც უსაშინელესი პრეცედენტია და ამაშიც ფული იყო ჩადებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ "გაყალბებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებით ქვეყანა თითქმის ჩამოიქცა და ახლა საზოგადოებამ არ იცის აღნიშნული ორგანიზაცია კვლავ ფინანსდება თუ არა".

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "დეზინფორმაციის ხარისხი მაღალია, ვინაიდან უცნობია, ვინ აფინანსებს ლგბტ პროპაგანდას, რა პიარ კამპანიებს აწარმოებენ ეს „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები".

„მართალია, არ უნდა სჭირდებოდეთ კანონი, თავადვე უნდა გაასაჯაროონ რა ფული დაიხარჯა იმ პროექტში, რასაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერქვა და ეს მონაცემები რომ გაყალბდა, მერე რა მოხდა? ისევ ფინანსდება, იგივე საქმიანობას ეწევა თუ არა , რამდენით ფინანსდება - ეს მაინც იცით? ანუ გააყალბა მონაცემები, კინაღამ ჩამოამხო ქვეყანა და იმის შემდეგ, შეიძლება გაეზარდა [დაფინანსება].

ვმარჩიელობთ ახლა, ISFED-ს გაეზარდა თუ შეუმცირდა დაფინანსება, კაცმა არ იცის, USAID აფინანსებს თუ კიდევ სხვა დონორი ორგანიზაციები? - არავინ იცის და ვმსჯელობთ მარჩიელობის დონეზე. ამ დროს, დეზინფორმაციამ წალეკა ქვეყანა და ადამიანების გონება უკვე, არაფერი რომ არ ვიცით - არც ვინ აფინანსებს ლგბტ პროპაგანდას, ვინ დგას მის მხარეს, ფინანსები რაში იხარჯება, რა პიარ კამპანიებს აწარმოებენ ეს „ენჯეოები“ და ჩვენი „ნაცი“ კოლეგები.

დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? - 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. უკვე დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავამ თქვა ეს და ბოკუჩავა საქართველოში, პარლამენტში კი არ არის ამ წუთში, გეჩვენებათ და გასულია, იმიტომ რომ იმ 800 000-ში თვითონ ისიც არის. თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის, უცხოეთიდან აკეთებს განცხადებას - შემოსვლას აღარ ითვლიან“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics