07:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 13:49:02, 392 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"შეხვედრაზე საქართველოსა და დანიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული 4-წლიანი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს. 

ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics