16:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 23:24:40, 711 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოხმარდება

ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, შეხვედრის მონაწილეები უკრაინისთვის მეტი იარაღის შეძენაზე მთელ მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

„მოსკოვს მკაფიო სიგნალს ვუგზავნით: რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ ერთიანად ვდგავართ უკრაინის მხარეს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics