2024-03-15 13:16:09, 610 ნახვა
საზოგადოება
ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე, 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.
„აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 565 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),