10:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 23:48:04, 668 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციაზე - ხალხი უყურებს იმავე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა - ყველა ესენი არიან ერთი „ნაციონალური მოძრაობა“

ოპოზიციაში არის ძალიან დიდი ინფლაცია. ჯერ რომ შეხედოთ, რამდენი გამარჯვებული პარტია ჰყავთ, მარტო მაგით მიხვდებით რომ ინფლაცია აქვთ. ყველა ამბობს, რომ პირველ ადგილზე ვარ გასულიო, არჩევნებამდე 8-9 თვით ადრე, ყველა ამბობს, რომ კოალიციას ჩემთან ვინ შექმნის, მე უნდა ავირჩიოო, ყველა ამბობს რომ ჩემი ლიდერი ყველაზე მაგარი ლიდერიაო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ხალხი უყურებს ერთსა და იმავე ადამიანებს, რისი მაგალითიც გვარამია-მელიას გაერთიანებაა.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, "ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რის გამოც, არის მცდელობა, მოხდეს მისი კლონირება და „ნაცმოძრაობიდან“ წასული ადამიანებისგან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა".

„შეიქმნა გვარამია-მელიას პარტია, "ახალი" დაარქვეს. რეალურად მაგ პარტიას უნდა ერქვას "რომელი რომელია", იმიტომ რომ ხალხი უყურებს იგივე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა და ვისი საქმეებიც დღემდე სასამართლოს ვერ დაუმთავრებია, გინდა საერთაშორისოს და გინდა ადგილობრივს, იმდენი დარღვევები და დანაშაულები მოჰყვებათ ამათ. მართლა ვერ გაიგებ რომელი რომელია, ყველა ესენი არიან ერთი - „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა უბრალოდ თვალს ვადევნებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონირების პროცესს.

ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, დაშლილია და ამ გაქცეულ ხალხს, ვინც ზოგჯერ მედიას, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ზოგჯერ სხვა ქვეყნებს აფარებდა თავს, აგურ-აგურ, 1 და 2%-იანი აგურები გააქვთ ამ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რას აშენებენ, თვითონაც არ იციან.

რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვეხმარება მათი ასეთი დაშლა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმიტომ რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, არის 5%იანი ბარიერი, რასაც საქართველო გადაჰყავს უფრო სტაბილურ პოლიტიკაზე, უფრო ძლიერ პარტიულ პოლიტიკაზე, სადაც არასტაბილური, უშინაარსო, მერყევი პარტიები ვეღარ მიიღებენ ხალხისგან მანდატს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics