|
2024-03-14 20:04:14, 621 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - შემაშფოთებელია როდესაც ადეიშვილი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი, ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს
ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ასეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით. ეს აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა ბერლინში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ისეთი მძიმე დანაშაულების მქონე პირი, როგორიც ზურაბ ადეიშვილია, ევროპის ქვეყნებში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება. “ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები. ისინი მსჯავრდებული არიან უმძიმესი დანაშაულების გამო. გარდა ამისა, არის სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასეთ დროს, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელია”, - განაცხადა პრემიერმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმისათვის, რომ საზოგადოებაში ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. “როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ევროკავშირში ან ბერლინში ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს, ეს არის შემაშფოთებელი. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს, საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისათვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები ალბათ იქნება მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)