|
2024-03-12 13:31:58, 556 ნახვა
საზოგადოება
Student Card-ით ახლა უკვე უფრო მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი
12 მარტი, 2024 - სტუდენტებისთვის საკუთარი ფინანსების მარტივად და ეფექტურად სამართავად, დანაზოგების შექმნის საბაზისო პრინციპების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად "საქართველოს ბანკი" სტუდენტური ბარათის მფლობელებს სხვადასხვა შესაძლებლობას მუდმივად სთავაზობს. ახალი შეთავაზების ფარგლებში, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფრო მეტი PLUS ქულა "საქართველოს ბანკის" ტერმინალზე გადახდისას. (ინიციატივის ფარგლებში, Student Card-ის მფლობელებს ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაერიცხებათ). PLUS ქულების გადაცვლა 10 000-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაშია შესაძლებელი. PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები კონკრეტული კამპანიების და შეთავაზებების ფარგლებში პერიოდულად ფასდაკლებებსაც და სპეციალურ შეთავაზებებსაც მიიღებენ. სტუდენტური ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაგროვდება განურჩევლად ლოიალურობის სტატუსისა, რომელიც ბანკის მომხმარებლებისთვის არსებობს. ამასთან, Student Card-ის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ დამატებითი შეთავაზებებით: • ბარათის მფლობელებს ასევე შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ Student Card-ის ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც დამატებითი ბენეფიტებით ისარგებლებენ კლინიკებში, აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ ცენტრში. • სტუდენტური ბარათით გადახდისას ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ განახლებადი შეთავაზებებით პარტნიორ კომპანიებში - მიიღონ ფასდაკლებები ან ქეშბექი საყვარელ ობიექტებში. ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" სტუდენტური ბარათის აღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი აქვს ან არის 18-23 წლის.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)