05:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 17:17:20, 634 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი რომის პაპს - რუსი მკვლელები ევროპაში არ მიდიან, რადგან მათ უკრაინელები იარაღით ხელში აკავებენ

რუსი მკვლელები და მწამებლები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკრაინელები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "თეთრი დროშის" აწევის გამბედაობის შესახებ რომის პაპის განცხადებას.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ომის დასასრულებლად არა უკრაინა, არამედ რუსეთი უნდა გაჩერდეს.

"რუსი მკვლელები და მწამებლები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკრაინელები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ. უკრაინაში ოდესღაც ბევრი სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი იყო, რომლებიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით. ეს ნათლად მეტყველებს, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად.

როდესაც 24 თებერვალს რუსულმა ბოროტებამ დაიწყო ეს ომი, ყველა უკრაინელი დადგა თავდაცვისთვის. ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები – მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ კაპელანს, რომელიც ჯარშია. ისინი ფრონტზე არიან, იცავენ სიცოცხლეს და ჰუმანურობას, მხარს უჭერენ ლოცვით, საუბრით და საქმით. აი, რა არის ეკლესია – ის ხალხთან ერთად დგას და არა ორ-ნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით, სადღაც იქ, ვირტუალურ შუამავლობაში, ჩართული მათ შორის, ვისაც ცხოვრება სურს და ვისაც შენი განადგურება უნდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ RSI-თან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics