06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-09 23:15:03, 638 ნახვა

მსოფლიო
აშშ ავსტრიულ Raiffeisen Bank International-ს რუსეთში მუშაობისთვის სანქციებით დაემუქრა

აშშ-ს ხაზინა რუსეთში ბიზნესის კეთების გამო სანქციებით დაემუქრა Raiffeisen Bank International. როგორც პორტალმა EUobserver წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ავსტრიული ჯგუფი მოწყვიტოს და დაბლოკოს ამერიკის ფინანსური სისტემიდან.

ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ბანკი რუსეთში ფუნქციონირების გაგრძელებით, ამით ეხმარება რუსეთის ჯარს. რაიფაიზენ ბანკის წარმომადგენლებმა EUobserver-ს განუცხადეს, რომ ბანკი „პრინციპში არ აკეთებს საჯარო კომენტარს მთავრობის წარმომადგენლებთან დისკუსიებზე“.

2023 წლის მარტში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოსთხოვა Raiffeisen Bank-ს დახუროს თავისი ბიზნესი რუსეთში. ზაფხულში ბანკმა შეაჩერა ფიზიკურ პირებს ნაღდი ფულის დოლარისა და ევროს მიღება-ყიდვა, ხოლო შემოდგომაზე მან შეწყვიტა რუბლის მიღება უცხოურ ვალუტის ანგარიშებზე სალაროებში.

2024 წლის თებერვალში, Reuters-ის წყარო იტყობინებოდა, რომ ავსტრიული ფინანსური მარეგულირებელი იძიებდა Raiffeisen Bank International-ს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევისთვის. ბანკში რუსეთთან დაკავშირებული გადახდები მოექცა ყურადღების ცენტრში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics