06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 17:37:10, 830 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაც იგეგმება. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტამდე, თურქეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობასა და "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან" დაკავშირებული საკითხები იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics