11:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 16:48:09, 835 ნახვა

საზოგადოება
ხაბეიშვილი - თურქეთში პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში - ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა გაზრდილი ფასებია

თურქეთში ფაქტებით ვნახეთ, რომ პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე და თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტზე გაზრდილი ფასებია.

"პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენ ვიყიდეთ - კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პომიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. ამიტომ, ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა არის გაზრდილი ფასი პროდუქტებზე, რადგან ყოველდღიურად უწევთ ამასთან შეხება. 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილი, ივანიშვილის ხელისუფლება და შესაბამისად, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს",- ამბობს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics