|
2024-03-08 14:00:13, 612 ნახვა
საზოგადოება
ბაკურიანში ბავშვთა თასი 2024 გაიმართება - ღონისძიების მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს "საქართველოს ბანკის" sCool Card-ი „ბავშვთა თასი 2024“-ის მხარდამჭერია. 10 მარტს „ბავშვთა თასი 2024“ ბაკურიანში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც რეგიონის სპორტსკოლების მოსწავლეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან. შეჯიბრის შედეგად U10, U12, U14 ასაკობრივ კატეგორიებში 6 გამარჯვებული გამოვლინდება. ბაკურიანი მთის კლუბების ასოციაცია 2018 წლიდან ყოველ წელს ატარებს ბავშვთა სათხილამურო შეჯიბრს. ბავშთა თასის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრების, მათ შორის "საქართველოს ბანკის", მხარდაჭერით შეჯიბრი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, რადგან სწორედ მსგავსი ღონისძიებები უწყობენ ხელს სფეროს განვითარებას“,- აცხადებენ მთის კლუბების ასოციაციაში . „საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სწორედ ამიტომ „ბავშვთა თასი 2024“-ის მხარდამჭერები ვართ. ღონისძიება წარმოადგენს შესაძლებლობას მონაწილეებისთვის, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, შეიძინონ ახალი მეგობრები და სასიამოვნოდ გაატარონ დრო ბაკურიანში. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიძენენ“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკის" გუნდში.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)