13:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 23:19:58, 988 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვინც პარტიის თავმჯდომარეები და ლიდერები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ საერთო აღარაფერი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - ეს არის ტაქტიკა, რომ დააბნიონ საზოგადოება

[ოპოზიციური პარტიები არიან] „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები, როგორც მოიხსენია ისინი თავად მიხეილ სააკაშვილმა. ვინ ვინ და, მიხეილ სააკაშვილი კარგად იცნობს „ნაციონალური მოძრაობის“ ანატომიას, ამიტომ მგონი, ამაში მას უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ის კარგად ხედავს, ვინ არიან კლონები. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩანს, ვინ არიან კლონები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრზე საუბრისას გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მისი თქმით, "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცალკეული ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას ცდილობენ. თუმცა, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ამ ტაქტიკით ოპოზიცია ამომრჩეველს აბნევს, რათა ხმები მიიღონ მათგან, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს".

„ეს რომ იყოს პირველი შემთხვევა, ჩვენ რომ ვიყოთ მიამიტი საზოგადოება, რომ მართლა შეიძლება შიგნით რაღაც განხეთქილება მოხდა, გაიყვნენ და სხვა პლატფორმები აქვთ, შეიძლება დაგვეჯერებინა, მაგრამ, რაიმე სხვა მოხდა 2016-ში და ამ შუალედებში, როდესაც ხან „ვეროპული საქართველო“ ვითომ ცალკე იყო, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ჭიაბერაშვილი, უგულავა ახლა ხომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან? „სტრატეგია აღამშენებელი“ ხომ გახსოვთ, როგორ გამოეყო და რა ამბები იყო, ახლა ხომ ისევ იქ არის? ამ ყველაფერს ხომ ვხედავთ და მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში. ამას ყველაფერს საზოგადოება ხედავს, ამიტომ ეს კინო, ეს სერიალი, ეს კბილი - არ ვიცი, რა ეპითეტი გამოვიყენო, ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს. თან რა ხალხი გველაპარაკება: ვინც პარტიის თავმჯდომარეები და ლიდერები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ მათ არაფერი საერთო აღარ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა, იმისთვის რომ შეეცადონ, დააბნიონ საზოგადოება, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღონ იმ ველიდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics