10:07 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 15:49:58, 851 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა - მინისტრი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს სამხედრო ქვედანაყოფების საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

"თავდაცვის მინისტრმა სიმონეთის საველე ბანაკი დაათვალიერა, გაეცნო სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსა და ბაზის ინფრასტრუქტურას. უწყების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის პოლიგონზეც, სადაც მცირეკალიბრიანი შაშხანებიდან საცეცხლე სწავლებას დაესწრნენ. 

დღესვე, ირაკლი ჩიქოვანი მე-3 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ მოხსენება მოისმინა. მან ყაზარმები, სპორტული დარბაზი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics