|
2024-03-05 16:50:30, 865 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანესონი - მითხრეს, რომ ჩემი სახელი ქართულად ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, ასე ვიყო საქართველოში ცნობილი
მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულად ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, რომ ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც იოჰანესონმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება მწვანე ენერგიასა და ტურიზმის საკითხზე გამახვილდა. "რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ მწვანე ენერგიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ. ამის მაგალითი გვაქვს ახალქალაქში, სადაც ისლანდიური კომპანია მონაწილეობს ჩამოყალიბებაში და ამ მიმართულებით დამატებით თანამშრომლობას მივესალმებით. როდესაც ბაქოსა და ისლანდიას შორის პარტნიორობა ყალიბდებოდა, სხვადასხვა მწვანე საკითხებთან დაკავშირებით, თანამშრომლობა შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საქართველოს და რეიკიავიკს რაც აერთიანებს, არის თბილი აბანოები. როგორც ვიცით, თბილი აბანოები არის თბილისშიც და რეიკიავიკშიც. ამ მიმართულებით ჩვენ გვჯერა, რომ ისლანდიას აქვს, რაღაც რაც შეუძლია შესთავაზოს საქართველოს და ამ მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის ახალი ხიდები ვეძებოთ საქართველოში... აგრეთვე, შეიძლება ტურიზმიც წახალისდეს. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან საინტერესო ადგილზე მდებარეობს, სადაც შევხვდებით როგორც საზღვაო სანაპიროებს, ასევე მთებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ ისლანდიელების ინტერესი უფრო გაიზრდება საქართველოს მიმართ... ახლა მსურს, დავუბრუნდე ჩემს პირად ინტერესებს - მე მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი - გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე თარგმნილი იქნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მე მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომავალი დღეების განმავლობაში",- განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს დღეს, 5 მარტს ეწვია.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)