10:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 12:37:03, 835 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტო - იანვარ-თებერვალში, საქართველოდან 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შეადგენს 16,7 მლნ ლიტრს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.

"ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ პოლონეთის ბაზარზე - 27% (855,1 ათასი ლიტრი), სადაც რეგიონში არსებული კრიზის გამო, ბოლო 2-წლიანი პერიოდის კლების შემდეგ, წელს უკვე ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. 

ბოლო წლების სტაბილური ზრდის ტემპები შენარჩუნებულია უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზარზე გერმანიაშიც - 4% (153,3 ათასი ლიტრი); 

საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სტრატეგიულ ბაზრებზე: ესტონეთი - 41% (50,6 ათასი ლიტრი) და იაპონია - 549% (27,7 ათასი ლიტრი), ასევე ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა - 27% (792,7 ათასი ლიტრი), კანადა - 472% (50,6 ათასი ლიტრი), ისრაელი - 37% (54,6 ათასი ლიტრი) და სხვა. 

2024 წლის იანვარ-თებერვალში, მსოფლიოს 31 ქვეყანაში,  ექსპორტირებულია 6,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები ღირებულებით 35,2 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივი ზრდა 48%-ს, ხოლო შემოსავლების  46%-ს შეადგენს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics