11:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-03 10:54:57, 780 ნახვა

საზოგადოება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ ზედა საზანოში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ხოლო ხმელეთზე მყოფი პირი არ დაშავებულა.

ამასთან, თერჯოლის მერის, მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ცხედრები ქუთაისში, პროზექტურაშია გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics