11:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 15:34:14, 792 ნახვა

საზოგადოება
მდინარაძე - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას

როდესაც ლგბტ პროპაგანდა დიდ მასშტაბებს იძენს, სწორედ ამიტომ, სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას და მეორეს მხრივ, არათუ შელახავს ან შეამცირებს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით იმ ადამიანის უფლებებს, ვისაც ეხება ზოგად ეს თემა, არამედ გააძლიერებს მათი უფლებების დაცვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა".

„ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას.  უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რომელიც უბრალოდ გამოიყენება, რის ამოფარებასაც ცდილობენ შემდეგ იმისათვის, რომ პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა, მარტივი ამბავია და უნდა  ვთქვათ, რომ განუხრელი უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა ყველა ადამიანის, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ხოლო  პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია დღეს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ დიახ, ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ არაჯანსაღ პროპაგანდას, ესეც მიდგომაა, იგივე პოზიციაზე ვრჩებით, მაგრამ თუ დღეს  უფრო გამწვავდა ეს პრობლემა, ამ გამწვავებულ პრობლემას უფრო ხისტი პოზიციით უნდა დავუპირისპირდეთ და ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმუშაოთ კანონმდებლობაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics