16:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 16:08:07, 620 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - ზურაბიშვილს სჭირდება გარკვეული პლაცდარმი, რათა სააკაშვილის გასათავისუფლებლად რამე არგუმენტი ჰქონდეს

ინიციატივები, რომელიც მოდის სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რეალურად არის გარკვეული პლაცდარმის შექმნა ზურაბიშვილისთვის, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება მის შეწყალებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდება კითხვა, თუ რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „არა ისინი, ვინც გაცილებით უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს".

„არ შეიძლება, საქართველოში დღეს ვინმეს უთხრათ, რომ ევროპელობა ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენი სააკაშვილი არ აგებდეს პასუხს, მას ჰქონდეს პრივილეგია, გარკვეული ჯავშანი და არ იყოს პასუხისმგებელი ჩადენილი მძიმე, დადასტურებული, მათ შორის, კორუფციული დანაშაულებისთვის. გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა სტრასბურგის სასამართლომ და აქაც ეჭვი არ არსებობს, ვის მიერაა ჩადენილი დანაშაული.

გამიხარდება თუ მეშლება, მაგრამ პრეზიდენტს უბრალოდ სჭირდება გარკვეული პლაცდარმი, გარკვეული შემზადება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს რამე არგუმენტი, რადგან საქართველოში უბრალოდ ვერ გაყიდის იდეას, რომ სააკაშვილის შეწყალება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. შეიძლება, ვინმე დააჯეროთ სხვაგან, ვინც არ იცის ეს ადამიანი რას აკეთებდა საქართველოში, როგორია განწყობები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოში ეს ვერ გაიყიდება. ამიტომ, ბუნებრივია, საჭირო არის რაღაც ახალი ფაქტორები. მე მეშინია იმის, რომ ამან შეიძლება საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს ნიჰილიზმი, ფრუსტრაცია, ნეგატიური დამოკიდებულება, რადგან არ მგონია, საქართველოში ვინმეს არ შეეძლოს კითხვის დასმა, რატომ უნდა ასოცირდებოდეს „კასტილიანი" კაცის მფარველი პრეზიდენტი პროევროპულ ღირებულებებთან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics