16:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 12:00:04, 560 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა.

"ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა და ბავშვების მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მათზე მორგებულ გარემოში განხორციელება.

ღონისძიების დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს და ევროკავშირს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების მიზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეჯამება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. იგი ითვალისწინებს გააძლიეროს ოჯახებისგან განცალკევების რისკის მქონე, ალტერნატიულ ზრუნვაში მყოფი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დაცვა და მხარდაჭერა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics