21:13 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 23:12:02, 706 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული

ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული. აღნიშნული ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ანგარიშები ევროპარლამენტარების მიერ 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებაა მომზადებული.

სესიაზე დევიდ მაკალისტერის რეზოლუციას 338 ხმით, 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, ხოლო სვენ მიქსერის რეზოლუციას მხარი 350 დეპუტატმა დაუჭირა, 91 კი წინააღმდეგ წავიდა.

დოკუმენტებში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში განიცადა; დოკუმენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მავნე მცდელობები ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების იძულებით შეცვლის თაობაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics