17:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 15:25:35, 672 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი - რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას და საარჩევნო სისტემას ქართულ საზოგადოებაში

მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას და საარჩევნო სისტემას ქართულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, აშშ ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებთან, რათა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს.

"მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ არ არსებობს ჩარევა უცხოური ქვეყნებიდან, რათა ქართველებმა, რომლებიც არჩევნებზე წავლენ, იცოდნენ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია, მათი ხმა დაცულია და დათვლილია. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა ეს სწორედ ასე იყოს", - განაცხადა დანიგანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics