17:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 14:33:48, 644 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ლგბტ-პროპაგანდის თემაზე, მაგრამ სასაცილო არაფერია და საჭიროა მკაფიო პოზიცია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან

რამდენიმე წლის წინ სასაცილოდ მიგვაჩნდა ასეთი საკითხები, მაგრამ ნელ-ნელა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ის, რაც ჩვენ სასაცილო გვეგონა და ირონიულად ვუყურებდით, ნელ-ნელა ეს რეალობად იქცევა. ჩვენ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ის, რაც რეალობად იქცევა სხვა ქვეყნებში, შემდეგ არის მცდელობა, რომ სხვადასხვა გრანტების მეშვეობით, რეალობად იქცეს ჩვენ ქვეყანაშიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აქედანვე ჩვენ მკაფიო ვიყოთ ლგბტ-პროპაგანდასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ლგბტ-პროპაგანდაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის და საჭიროა როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მკაფიო პოზიცია, ვინაიდან მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში". 

„ყველა ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი ენობრივი სტანდარტები დაადგინოს, გადაწყვიტოს, უნდა თუ არა სქესის გამოყენება მიმართვების დროს, ა.შ. და იქ შიგნითაც არის დიდი დისკუსია და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით.  მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით. მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება იმისთვის, რომ წახალისდეს საქართველოში სქესის მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა. იდეა ეს არის, რომ სქესმა უნდა დაკარგოს თავისი ღირებულება, ადამიანური გაგება, რაც ყოველთვის ჰქონდა, მას შემდეგ რაც ადამიანი არსებობს. დღეს კი შეიძლება გვეცინებოდეს, რომ დედამიწას ვინ აგვიკრძალავს რომ დედამიწა დავუძახოთ, მაგრამ ზუსტად ასე ხდება. დღესაც ასეთ საკითხებზეა საუბარი, რამდენიმე კურიოზული სიტუაციაც იყო, მაგალითად კანადის პრემიერ-მინისტრმა “mankind” ანუ „კაცობრიობა“ გამოიყენა სიტყვა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, რომ „კაცობრიობაში“ სიტყვა „კაცი“ არის მამრობითი სქესი და არ შეიძლება ამ სიტყვის თქმა. სამწუხაროდ, ასეთ აბსურდებზე არის სერიოზული მსჯელობა. ჩვენ შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამ თემაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის და საჭიროა ამაზე მკაფიო პოზიცია. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზე მკაფიო პოზიცია იქონიონ, ვინაიდან როგორც გვაჩვენებს ჩვენ გამოცდილება, შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics