17:07 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 13:02:56, 1204 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას გეგმავს

ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს.

"ისრაელი მუშაობს უკრაინას ადრეული გაფრთხილების სისტემებით უზრუნველსაყოფად, რათა გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული დარტყმისგან. ჩვენ იძულებულნი ვართ, გავხდეთ ექსპერტები ამ სფეროში და მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა გილად ერდანმა.

მისივე თქმით, ისრაელი უკრაინას მხარს ომის პირველი კვირებიდან უჭერს.

"ისრაელმა 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა ჩვენს უკრაინელ მოკავშირეებს რუსეთის შემოჭრის პირველ კვირას. ჩვენ ასევე განვათავსეთ საველე ჰოსპიტალი უკრაინაში, რომელმაც დახმარება გაუწია ათასობით დაჭრილს, ხოლო ასობით უკრაინელი პაციენტი მკურნალობდა ისრაელის საავადმყოფოებში და კლინიკები", - დასძინა გილად ერდანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics