01:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-24 13:36:42, 774 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, კიევში ბორის ჯონსონიც ჩავიდა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორის ჯონსონი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯარებს დაამარცხებენ.

„პუტინის შემოჭრის ამ მძიმე მეორე წლისთავზე, ჩემი აქ, უკრაინაში ყოფნა პატივია. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით პუტინის ჯარებს დაამარცხებენ და განდევნიან - იმ პირობით, რომ ჩვენ მათ საჭირო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ“, - წერს ჯონსონი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავზე კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო კიევში ჩავიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics