18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 18:13:48, 733 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს დაეთმო და განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები. 

"საუბარი შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტრონულად.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები  თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ძალიან ფართო დაკვირვება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საქართველოსა და NDI-ის შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics