15:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 16:42:45, 797 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მაღალი დონის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები განიხილეს და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საზოგადოებაში პოლიცია ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, ასევე აღნიშნეს, რომ აქვთ პოზიტიური მოლოდინები მოახლოებული არჩევნების უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების კუთხით.

ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მნიშვნელობას და ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობასა და უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობას.

ამას გარდა, ალექსანდრე დარახველიძემ სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა; არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებზე; საზოგადოების პროაქტიულად ინფორმირება; საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური კომუნიკაცია და სხვა საკითხები.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრის მოადგილემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მოახლოებული არჩევნების მშვიდ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების იმედი გამოთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics