19:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 13:14:32, 641 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, მისი გამთიშველი აღმოჩნდა

ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტები ქვეყნის გარეთ "საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაა".

"ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა...

"საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც საქართველოს მთავრობის მკაფიო ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო აქტივობების განხორციელება. ჩვენი შეფასება პირდაპირ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია... ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა", - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics